მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ავარია რუსთავში მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა რუსთავში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი ავარია. მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა. შედეგად, ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button