ავარიას ქარელში მცირეწლოვანი ემსხვერპლა
ქარელის შესასვლელში, ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი – ამის შესახებ რადიო “თბილისის” კორესპონდენტი იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტომანქანას გარდაცვლილი ბავშვის დედა მართავდა. ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყოს ორსული ქალბატონიც, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და ოპერაცია უტარდება.
რაც შეეხება 6 წლის გოგონას ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. ასევე დაშავებულები არიან მძღოლი და მძღოლის დედაც, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მერსედესის ჯიპი ქარელიდან 19 იანვრის ღამით თბილისის მიმართულებით მიდიოდა. შემთხვევა სწორედ ქარელის გადასახვევთან მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.