პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმის დროს 20 ადამიანი დაიღუპა [Photo/video]

ტერორისტები პაკისტანის ჩრდილო-დასაცლეთ ნაწილში განლაგებულ ქალაქ ჩარსადას ბაჩა ხანის უნივერსიტეტს თავს დაესხნენ, ცეცხლი გაუხსნეს და რამდენიმე აფეთქება განახორციელეს. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50 მძიმედ დაიჭრა. დაღუპულთა შორის სტუდენტები და ლექტორები არიან.

პაკისტანის პოლიციამ განაცხადა, რომ 2 თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენები უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის მეორე და მესამე სართულებზე გამაგრდნენ.

პაკისტანური გამოცემა Dawn-ის ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობას 8 ტერორისტი იღებდა. ამ დროს ბაჩა ხანის უნივერსიტეტის კამპუსში 3,5 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ – “Tehrik-i-Taliban Pakistan”-მა თავის თავზე აიღო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27675″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button