მსოფლიოსიახლეები

ავღანეთში იერიშის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა აღმოსავლეთ ავღანეთში 18 მაისს მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.

აღმოსავლეთ ღაზნის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის, არიფ ნურის თანახმად, მოიერიშემ მოპარული სამხედრო ავტომობილი „ჰამვი“ ასაფეთქებელი საშუალებებით დანაღმა და ბაზის შესასვლელთან დეტონატორით ააფეთქა. სხვა წყაროს ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო უსაფრთხოების დირექტორატის ქვედანაყოფი ქალაქ ღაზნიში, სადაც აფეთქების შედეგად, უფრო მეტი, 40 კაცი დაიჭრა.

“მათი უმრავლესობა უსაფრთხოების თანამშრომლები არიან”. – განაცხადა ვაჰიდულა ჯუმაზადამ. ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ღაზნიში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მისმა მოიერიშემ “ათობით” უსაფრთხოების თანამშრომელი დახოცა. ამ ცნობას ავღანეთის ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ.

მიუხედავად აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვლის თვეში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა, ავღანეთში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმამ მაისის დასაწყისში ახალი ძალით იფეთქა.

ქაბულში სამშობიარო სახლზე და ნანგარჰარში დასაფლავების ცერემონიაზე მომხდარი თავდასხმების შედეგად14 მაისს 24 ადამიანი, მათ შორის, ორი ახალშობილი დაიღუპა.

აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ქაბულში მომოხდარ სისხლიან თავდასხმაში დაადანაშაულა და ავღანეთის მთავრობას მოუწოდა, არ მისცეს მათ ნება, თალიბანთა სამშვიდობო მოლაპარაკების არამყარი პროცესი ჩაშალონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button