ავღანეთში მოძრაობა “თალიბანის” მეთაური გარდაიცვალა [Video]
მოძრაობა “თალიბანის” მთავარი ტერორისტი, მოლა ახტარ მოჰამედ მანსური, ავღანეთში, მიყენებული მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობისგან გარდაიცვალა, – გადმოსცემს BBC News.
ტელეარხის მონაცემებით, ავღანეთის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ფაქტი უკვე დაადასტურეს.
მანსურმა სერიოზული ტრავმები დაჯგუფების წევრებთან ცხარე კამათის დროს – ურთირთსროლის შედეგად ოთხშაბათს მიიღო.
მოლა ახტარ მოჰამედ მანსური ავღანეთში მოძრაობა “თალიბანის” მეთაური მიმდინარე წლის ივლისში გახდა. მაშინ მან მოძრაობის გარდაცვლილი დამფუძნებლი – მოლა მოჰამედ ომარი შეცვალა.
ცნობილია, რომ მანსურის ხელმძღვანელობის დროს “თალიბანი” ორ დაჯგუფებად დაიყო. ავღანეთის ისლამური საამიროს დროს (1996 – 2001 წწ.) იგი სამოქალაქო ავიაციის მინისტრის პოსტს იკავებდა.