ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში, მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახს. პირველი კლასის რიგითის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე.
ამასთან, პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია. სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტის მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ჰოსპიტალში გადის.

მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. მინისტრებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ხსოვნას პატივი მიაგეს.
პრემიერმა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დაღუპული სამხედროს დაკრძალვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხის მოგვარება დაავალა.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს სახელმწიფო 100 ათას ლარს გამოუყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button