ჭადრაკის მასწავლებელთა მომზადება დაიწყო

ოქტომბრიდან საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები ჩატარდება. მანამდე კი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლები მოსამზადებელ ეტაპებს გადიან.

სემინარებს ჭადრაკის ეროვნული ფედერაცია ატარებს. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი გიორგაძის თქმით, ჭადრაკის სწავლება მომავალი თაობის გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.

საპილოტე პროექტში მონაწილეობენ: თბილისის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის საჯარო სკოლები.

მასწავლებლები მომზადებას გადიან იმერეთის 72, აჭარის 44, თბილისის 66, კახეთის 42 და სამეგრელო-ზემო სვანეთის 85 საჯარო სკოლაში.

სწავლა ორ ეტაპად წიმართება და საპილოტედ შერჩეულ რეგიონებს სრულად მოიცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button