ობამა რომის პაპს თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა [Video/Photo]
რომის პაპი ფრანცისკე აშშ-ს ეწვია, თვითმფრინავის ტრაპთან მას აპლოდისმენტებით ბარაკ ობამა დახვდა, – გადმოსცემს Reuters.
ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, თვითმფრინავის ტრაპთან ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახითურთ და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დახვდნენ. პაპი, აშშ-ში 6-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის მოსახლეობისთვის გზავნილის მიწოდებას შეეცდება, რომლის თანახმად, ძალა და სიმდიდრე სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს და ღარიბებს ეხმარებოდეს.
პაპი აშშ-ს კუბაში ვიზიტის შემდეგ ეწვია. თვითმფრინავში მან იმედი გამოთქვა, რომ შტატები კუბას სავაჭრო ემბარგოს მოუხსნის, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ დაუწესა.
რომის პაპმა ფრანცისკემ ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზა, ძვირფასი მანქანების კორტეჟის თანხლებით, „Fiat”-ის მარკის მოკრძალებული ავტომობილით დატოვა.
ოთხშაბათს, პაპი ობამას ფორმალურ გარემოში – თეთრ სახლში შეხვდება. ხუთშაბათს, ფრანცისკე პირველი რომის პაპი გახდება, რომელიც ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვა. პარასკევს, ნიუ-იორკში, პაპის გამოსვლა გაეროს საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება, აგრეთვე ფილადელფიაში, ღია ცის ქვეშ, სადღესასწაულო მესა ჩატარდება, რომელსაც 1,5 მილიონი ადამიანი დაესწრება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18698″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]