81 წლის სოფი ლორენი Dolce & Gabbana-ს სახე გახდა [Video/Photo]

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი Dolce & Gabbana-ს სარეკლამო კამპანიის ახალი სახე გახდა, – წერს The Daily Mail.

Dolce & Gabbana-მ მსახიობის 81-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, მოალუბლისფრო-წითელი ელფერის ტუჩის საცხი გამოუშვა და მის პატივსაცემად, „სოფი ლორენ №1“ დაარქვა.

ფუტლიარი ოქროსფრად არის გაფორმებული და მას სოფი ლორენის ავტოგრაფი ამშვენებს.

„სოფი ლორენ №1“ – ჩვენი მადლიერების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. გმადლობთ, სოფია! მადლობას გიხდით თქვენი სილამაზისთვის. თქვენ დიდი ეკრანების მსოფლიო ფავორიტი და ხატი ხართ,“ – განაცხადეს ბრენდის დიზაინერებმა დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ.

„სექს-სიმბოლოდ ვერ იქცევი, სექს-სიმბოლოდ უნდა დაიბადო. თუ ამ სტატუსის მატარებელი ხარ, მაშინ 100 წლის ასკშიც სექს-სიმბოლოს გიწოდებენ,“ – განაცხადა ინტერვიუში სოფი ლორენმა.

სოფი ლორენი (სოფი შიკოლონე დ. 20 სექტემბერი, 1934) —თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს – „ოსკარის“ მფლობელი, მსოფლიოში აღიარებულია, როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18704″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1442991220246″]

მსგავსი პოსტები

Back to top button