პლასიდო დომინგომ ქართველი ბარიტონი ლოს-ანჯელესში მიიწვია [Video/Photo]

ცნობილი ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, ერთ-ერთია მსოფლიო ოპერის იმ მეგა-ვარსკვლავებს შორის, ვინც ჩვენი პლანეტის მნიშვნელოვან, უდიდეს მუსიკალურ სცენებზე გასტროლებს მართავს და საუკეთესო საოპერო დადგმებში მონაწილეობს.

ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერას“, მილანის „ლა სკალას“, „არენადივერონას“, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთის, იაპონიის დედაქალაქების საოპერო თეატრების აუდიტორია ყოველ თეატრალურ სეზონზე, ამა თუ იმ მსოფლიო პრემიერაში, თუ მიმდინარე რეპერტუარში, აფიშებზე მისი სახელისა და გვარის გამოჩენას მოუთმენლად ელოდება. გიორგი გაგნიძე ყველა დიდი საოპერო თეატრისთვის მნიშვნელოვანი არტისტია, ხოლო კოლეგებისთვის სასურველი პარტნიორი.

უძველესი და ერთ-ერთი უდიდესი თეატრი -მილანის „ლა სკალა“ ქართველ ბარიტონს სისტემატურად იწვევს ისეთ დადგმებში,როგორიცაა „რიგოლეტო“, „ ტრავიატა“, „აიდა“, „ტოსკა“. ნიუ-იორკის„ მეტროპოლიტენ-ოპერაში“ კი უკვე მრავალი წელია, რაც გიორგი გაგნიძე თეატრალურ სეზონებს ხსნის და ხურავს.

ცოტახნის წინ, გიორგი გაგნიძე პლასიდო დომინგომ ლოს-ანჯელესში მიიწვია. ოპერის მოყვარულებმა კარგად იციან,რომლეგენდარული ტენორი ამჟამად ლოს-ანჯელესის ოპერის ხელმძღვანელია. იგი სპექტაკლებში მსოფლიოს საუკეთესო მომღერლებს იწვევს და ოპერებსაც დირიჟორობს.სწორედ დომინგომ უდირიჟორა გაგნიძეს ლეონკავალოს ოპერაში „ჯამბაზები“.

„ჯამბაზები“

„რიგოლეტო“

მსგავსი პოსტები

Back to top button