მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ცხრა რეგიონი დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა.

უკრიანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი.

მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა არტილერიით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 30-მდე შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, რუსი სამხედროები თავიანთ მთავარ ძალებს ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე აჯგუფებენ. გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა აღნიშნულ მიმართულებებზე უკრაინის არმიამ მოიგერია.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა არტილერიით საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს. საარტილერიო დარტყმების შედეგად, ჭურვი ხუთ სართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ცხრა რეგიონი დაბომბა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსული არმიის შეტევას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის და დონეცკის რეგიონებშიც. რუსული არმიის სამიზნე დასახლებული პუნქტები გახდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, გაზსადენი და სავაჭრო ცენტრები.

მსგავსი პოსტები

Back to top button