მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს-ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ “კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება”.

გამოცემასთან ინტერვიუში ბორელი ამბობს, რომ ვერავითარ მსგავსებას ვერ ხედავს საქართველოსა და უკრაინას შორის. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწაფვიან და არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა ნამდვილად სურს.
ბორელის განცხადებით, საქართველოს სერიოზული ცვლილებები სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს.

ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება – 2028 წლისთვის მივუახლოვდებით EU-ის წევრობას-ოცნება

“უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად არის ჩართული EU-ში გაწევრიანებაში, ისევე როგორც უკრაინელი საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს გახდეს EU-ის წევრი. და უკრაინის წევრობა EU-ში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უკრაინას.

საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. და თუ მათ სურთ გახდნენ EU-ის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ მიღებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები, დაუბრუნდნენ [ევროპულ] გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალონ,” – განაცხადა ბორელმა.

ქართველი ხალხის მიერ არჩეული და ანგარიშვალდებული ოცნება ამბობს რომ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

შეგახსენებთ ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა, მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

,,გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავ მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა,,-ბიძინა

არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა ყოველწლიური გაფართოების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ევროკომისია არ აპირებს, გასცეს საქართველოს ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის მიერ გაკეთებული განცხადებით, საჭიროა საპარლამენტო არჩევნების დარღვევების “გამჭვირვალედ” გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს, გაყალბებაზე საუბრობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ცნობისთვის კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ გამოცემა Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა სურს.

მსგავსი პოსტები

Back to top button