მნიშვნელოვანისიახლეები

ქართველი ხალხის მიერ არჩეული და ანგარიშვალდებული ოცნება ამბობს რომ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

მმართველი გუნდისთვის სანქციების თემა არასერიოზულია და „ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი; ჩვენი ორიენტირი არის 2030 წელი და ყველა ის პროცესი, რომელიც ახლა წარიმართება, მიმართულია სწორედ იქით, რომ ჩვენ 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თუ ქვეყანაში არ იქნება გამჭვირვალობა, და ყოველწლიურ რეჟიმში განმეორდება რევოლუციის მცდელობა, შეიძლება ქვეყანა 2040 წელსაც ვერ გახდეს ევროკავშირის წევრი.
„თუ აქ უზრუნველყოფილი არ იქნება გამჭვირვალობა, თუ ვიქნებით ყოველწლიურ რეჟიმში რევოლუციის მცდელობის ქვეშ, ასეთ დროს, მერწმუნეთ, 2030 წელს კი არა, შეიძლება 2040 წელს ვერ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ნახეთ, უკრაინასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კიდევ 30 წელი ვერ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა უკრაინიზაცია. თუ არ იქნება გამჭვირვალობა, უკრაინიზაციის რისკი არის მაღალი. თუ დამშვიდდება ეს ქვეყანა, ბევრად უფრო სწრაფად ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პასუხისმგებლობით, რაც გვაკისრია მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით, კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ეს პროცესები, რაც გამოვიარეთ მათ შორის ბოლო კვირების განმავლობაში, საბოლოოდ უზრუნველყოფს იმას, რომ ბევრად უფრო სწრაფად ვივლით წინ იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია და იმ ამოცანის შესრულებამდე, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება”, – აღნიშნა პრემიერმა.

ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას- დეპოლარიზაციას.
„მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ხაზი უნდა გაესვას, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას- დეპოლარიზაციას, გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და თავისუფლებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის სანქციების თემა არასერიოზულია და „ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის.

როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი ტიპის ზომების მიღება თავად გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტისთვის იქნება კონტრპროდუქტიული.

„სანქციების თემა ჩვენთვის უბრალოდ არასერიოზულია. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი მსგავსი ზომით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით. ვემსახურებით ამ საზოგადოებას, ქვეყნის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თავად იმ სუბიექტისთვის, რომელიც შესაძლოა, ასეთ რამეზე ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება“,- განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” მიღებას განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისია, სადაც ნათქვამია, რომ საპასუხოდ, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

საქართველოს პარლამენტმა “აგენტების კანონი”, რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მის სასარგებლოდ ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button