მნიშვნელოვანისიახლეები

რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია, 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

"ქართული ოცნების" 84-მა დეპუტატმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის დადებული ვეტო დაძლია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია 2 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ისინი სოლიდარობას გამოუცხადებენ აქციებზე დაჯარიმებულ დემონსტრანტებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. კონკრეტული სამოქმედო გეგმა – ამ ეტაპისთვის არ გაჟღერებულა.
„2 ივნისს, 8 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე კვლავ ვიკრიბებით და ვაგრძელებთ ბრძოლას”, – განაცხადა ამაღლობელმა.

ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირს ტოვებს. სიტყვით გამოსვლები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მანამდე დემონსტრანტებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლიდან მიმართა. პრეზიდენტმა საზოგადოებას რეფერენდუმი შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი თუ რუსული მონობა.

ცნობისთვის, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button