მნიშვნელოვანისიახლეები

,,იუდას ამბორი და პირდაპირი მტრობა,,-ოცნება 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლებს აფასებს

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას.
„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად.
გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.
და ეს ყველაფერი – ევროპის სახელით”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს.
ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ თბილსის მერმა, კახა კალაძემ ევროპული დელეგაციის წევრების მიერ საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ეს არის პირდაპირი მოწოდებები, რათა ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოლო წლებია, პირდაპირ ვლაპარაკობთ, არ გვერიდება. ზუსტად ეს არის ის დამოკიდებულება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ყველა ღირსეული ქართველისთვის. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, გვყავს ასეთები ქვეყნის შიგნით, რომლებისთვისაც საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიაა, თუმცა ქვეყანაში გვყავს უმრავლესობა ადამიანების, რომელთათვისაც საქართველო არის სამშობლო, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, უყვართ ეს ქვეყანა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს არჩევნებზე. ის, რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა. ეს არის პირდაპირი მოწოდებები ქვეყანაში, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, საზოგადოება გაიხლიჩოს, რასაც ბოლო წლებია, ვისმენთ. ხედავთ კონკრეტულ დაფინანსებებს, ეს არის ქვეყნის მტრობა. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მომავლისთვის.
„მიხაელ როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები – ეს არის წარსული. გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო და ნახეთ ეს ყველაფერი – უბინძურესი განცხადებები და ქმედებები, რასაც ეს რამდენიმე პოლიტიკოსი აკეთებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, იმ წამსვე პანღურებით გაყრიდნენ ქვეყნიდან. აი, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ, თუმცა ძალიან მაგარია, რომ ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს. ზურგის ტვინით გრძნობს ქართველი ხალხი არსებულ მოცემულობას, გამოწვევებს, საფრთხეებს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ქართული ოცნების” წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, 8 ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდნენ, უხეშად ჩაერივნენ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.
როგორც მახარაშვილმა გადაცემა “დღის კურიერში”, განაცხადა, დემონსტრაციაზე პირდაპირი თუ შეფარული მოწოდებები გაჟღერდა რევოლუციური სცენარის განვითარებაზე, რაზეც მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ აქტიურად საუბრობდა.
“ეს დელეგაცია არა თუ ევროკავშირის სახელით არ იყვნენ ჩამოსულნი, როგორც თვითონ დაირქვეს, არამედ საკუთარ პარლამენტს თუ წარმოადგენენ ოფიციალურად ესეც საკითხავია. ნებისმიერ ადამიანს, თავისი პირადი პოლიტიკური სურვილით, რა თქმა უნდა, აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, რაც უნდა გააკეთონ კანონის ფარგლებში, მაგრამ როდესაც ხარ პოლიტიკოსი, როდესაც გაქვს ხალხის მანდატი და ხარ ხალხის წარმომადგენელი, ასეთ შემთხვევაში, ორმაგად ფრთხილად უნდა იყო, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდე სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული.
სინამდვილეში, ასეთი ელემენტარული საერთაშორისო ურთიერთობების ანი-ბანის შეხსენება გვიწევს ამ ადამიანებთან საუბრისას. აქ საუბარია საკანონმდებლო ჩარჩოზე, გარკვეულ წესებზე, რის ფარგლებში ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფო, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ამ წესების დარღვევაზეა საუბარი, თორემ აქ ვინ მტერია, ვინ მოყვარე ამაზე არ არის საუბარი.
ეს იყო ძალიან მკაფიო ჩარევა. დელეგაციის ძალია ბევრი წევრი, წინასაარჩევნოდ კამპანიაში ისე აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომ მგონი ქართველ ოპოზიციონერებზე მეტად აქტიურობდნენ. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ისევ ის წინასაარჩევნო გარემოა და ასე უხეშად აგრძელებენ უნივერსალური ნორმის დარღვევას.
საზოგადოებამ იცის, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები როგორ მკვახედ და აგრესიულად პასუხობენ საგარეო ჩარევის მცდელობებს. რაც შეიძლება ამერიკაში, პოლონეთში, შვედეთში, ან ფინეთში იყოს ცუდი ის საქართველოში კარი ვერ იქნება. საგარეო ჩარევა არის ცუდი.
გარდა ამისა, ვნახეთ გუშინდელი მათი განცხადებები პრეზიდენტის სასახლეში, შემდეგ დემონსტრაციაზე. ძალიან მკაფიოდ მოისმინა მათი მოწოდებები საზოგადოებამ, არა მხოლოდ ის, რომ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე მონაწილეობენ, რაც თავის თავად აბსურდულია, თავისთავად სურეალისტური სიუჟეტია. გარდა ამისა, მოვისმინეთ პირდაპირი თუ შეფარული მოწოდებები რევოლუციაზე, კრიზისში შესვლაზე, ძალადობაზე, უკრაინის მაიდანთან პარალელების გავლებაზე და ა.შ. სწორედ ამას ვეუბნებოდით მოსახლეობას, რომ სწორედ ეს არჩევანი იდგა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ომსა და მშვიდობას შორის. ფაქტობრივად, რა მოწოდებებსაც აკეთებდნენ გუშინ ეს ადამიანები, ორი ნაბიჯია დარჩენილი სამხედრო ესკალაციამდე”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ის ძალები, ვისთანაც პირდაპირი კავშირი აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშილის თქმით, ეს პიროვნებები არიან დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები, რომლებიც კანონის, დიპლომატიური წესისა და ევროპული ქარტიის უხეში დარღვევით პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.
„დღეს, როცა ადგილობრივმა ფილიალებმა არჩევნებში მარცხი განიცადეს, ბუნებრივია, გაპროტესტების ამ ფორმას შეუერთდნენ. მათ კარგად იციან, რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი. იციან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, რომ ხელისუფლებაში ის ძალები იყვნენ, ვისთანაც პირდაპირი კავშირი აქვთ, მათ ეს ინტერესი ამოძრავებთ.
მეორე საკითხია, რატომ უნდათ ამ ძალების ხელისუფლებაში ყოფნა. ესენი არიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ, მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ, აქვთ პოლიტიკური მიზანი, რასაც დემოკრატიული არჩევნების გზით ვერ აღწევენ და ახლა სურთ, საქართველოს მოსახლეობა ტერორის გზით დააშანტაჟონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი ევროპის სახელით”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში გამართულ აქციაზე ევროპელი დეპუტატების გამოსვლებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად.
გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.
და ეს ყველაფერი – ევროპის სახელით”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მოსახლეობას თავადაც შეუძლია, შეაფასოს განცხადებები, რაც თბილისში ჩამოსული დელეგაციის წევრების მხრიდან აქციაზე კეთდებოდა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა პოლონეთიდან ვეღარ მოითმინა და „ფრი მიშას“ ძახილი დაიწყო, რითიც ლუსტრირება მოხდა, რომ „ნაცური“ აქცია იმართებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, დელეგაციის წევრები უხეშად ჩაერივნენ ქვეყნის შიდა საქმეებში, არ სცემენ პატივს საქართველოს კონსტიტუციას.
„ამ დელეგაციის წევრების დიდი ნაწილი ის პოლიტიკური ფიგურები არიან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად არღვევდნენ, როცა ჩვენს შიდა საქმეებში ერეოდნენ, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში. სამწუხაროდ, გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ, როცა ოპოზიციის აქციას შეუერთდნენ. მოსახლეობას თავადაც შეუძლია, შეაფასოს განცხადებები, რაც მათი მხრიდან აქციაზე კეთდებოდა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა პოლონეთიდან ვეღარ მოითმინა და „ფრი მიშას“ ძახილი დაიწყო, რითიც იმის ლუსტრირება მოხდა, რომ „ნაცური“ აქცია იმართებოდა. ერთ-ერთმა აქციის მონაწილეებს უკრაინის მაიდნის სცენარის გათამაშებისკენ მოუწოდა. აღარაფერს ვიტყვი მიხეილ როთის განცხადებებზე, რომელიც საქართველოს და ჩვენი ქვეყნის იდენტობის შეურაცხყოფით არის დაკავებული. როგორც როთმა განაცხადა, პოლიტიკას ტოვებს. ამ განცხადებით ნამდვილად არ დაგვწყვიტა გული. თბილისში ჩამოსულია დელეგაცია, რომლის წევრები უხეშად ჩაერივნენ ჩვენს შიდა საქმეებში, არ სცემენ პატივს ჩვენს კონსტიტუციას და გაერო-ს წესდებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ, მათ შორის არიან ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან; ასევე შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა გუშინ, 12 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button