მნიშვნელოვანისიახლეები

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პოპულიზმს და სპექტაკლს უწოდებს

ასევე ეხმიანებიან სხვადასხვა ოპოზიციის წარმოამდგენლები

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „განცხადების დაწერას 80-ჯერ“ არ აპირებენ.
კუპრაძის თქმით, მისი გაერთიანება საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით იურიდიულად გამართულ განაცხადს გააკეთებს, რაც „უპირობოდ დაკმაყოფილდება“
„პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.
პ.ს. სხვათა შორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ”, – წერს კუპრაძე „ფეისბუქზე“ და ვიდეოს აქვეყნებს.

პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობაბდე “სიების ჩახსნა” არ არსებობს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მეზვრიშვილის თქმით, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს.
“არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ”, – წერს მეზვრიშვილი.

კოალიცია ცვლილებისთვისა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ხელმოწერით საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პოპულიზმს და სპექტაკლს უწოდებს.
ლილუაშვილის თქმით, ასეთი პოპულისტური ქმედებებით კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას შეიტანენ საკუთარ ამომრჩეველში.
„„ნაცები“ იქნებიან თუ ძველი „ნაცები“, ხომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. პოპულისტური ქმედებები, სპექტაკლები კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. კანონი არ ითვალისწინებს მსგავს რამეს, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ ამას სპექტაკლს. ასეთი სპექტაკლებით და პოპულისტური ქმედებებით კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას შეიტანენ საკუთარ ამომრჩეველში და ამას კიდევ ვინ გამოიყენებს, გასაგებია ისედაც.
ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და, ბუნებრივია, მათ თითოეულ მოსაზრებას ვითვალისწინებთ. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი პოპულისტური ქმედებებით და სპექტაკლებით ჩვენზე გავლენას მოახდენს, ძალიან ცდებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები, სამწუხაროდ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს – რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც სიების გასაუქმებლად, ცესკოსადმი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართვა შეაფასა.
მისი თქმით, მსგავსი გაუაზრებელი სპექტაკლი მისი პარტიის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.
როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია უცვლელია და მე-11 მოწვევის პარლამენტს მათი მხრიდან ლეგიტიმაცია არ ექნება.
„ნაცმოძრაობის“ ამ ორივე ფრთის მხრიდან, ანუ, ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები, სამწუხაროდ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას გამოიწვევს, მარტივი მიზეზის გამო, რომ მსგავს შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, ჩვენს ამომრჩეველს ვუსმენთ, პატივს ვცემთ და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გეგმას. ამიტომ ვერანაირი მსგავსი გაუაზრებელი სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ჩვენ საჯაროდ არა ერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
მისი შეფასებით, „ხელისუფლება არის თვითმარქვია“ და ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს.
მივმართეთ კონკრეტულ პროცედურას და მოვითხოვთ, რომ შემაჯამებელ ოქმამდე იყოს ეს განცხადებები წარდგენილი, რომ ჩვენი სახელებითა და გვარებით, არავითარი პროცედურა არ განახორციელოს ცესკო-მ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცედურას მივმართოთ. ამით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ რა მექანიზმიც არ უნდა დაგვჭირდეს, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა იყოს ცნობილი. ეს არის აბსოლუტურად თვითმარქვია პროცესი, ხელისუფლება არის თვითმარქვია. რეალურად, ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. ჩავხსენით სიები, ინდივიდუალური განცხადებით დასაბუთებულად მივმართავთ ცესკოს, რომ არ შეიყვანოს ჩვენი სახელები და გვარები შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი პარტიების სიიდან. ფაქტობრივად, სამართლებრივად დასაბუთებულია, რომ პარლამენტი ვერ შედგება“,-განაცხადა ვაშაძემ.

ამ პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა სახის დარღვევა იყო, რის გამოც ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საკუთარ მანდატებზე უარს ამბობენ.
„მას შემდეგ, რაც ე.წ არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ყველამ
ძალიან კარგად დაინახა ქვეყნის შიგნით და გარეთაც რამდენი მანიპულაცია იყო. ჩვენ არაერთხელ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტის და მთლიანად, ამ პროცესის ლეგიტიმაციას, არჩევნები აღიარებული არ არის. დღეს ეს განცხადებები გამყარდა კონკრეტული წერილობითი განცხადებით, რომელიც ცესკო-გადაეცემა იმისთვის, რომ არ გატარდეს ამ არჩეული დეპუტატების გვარები საბოლოო ოქმებში. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ ამ პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს კითხვის ნიშანი ჰქონდა, დღეს უკვე არის კონკრეტული წერილობითი განცხადებით გამყარებული“, – განაცხადა წერეთელმა.

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.
როგორც გვარამია განმარტავს, მიზეზების ძიება არ არის საჭირო და „პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება“.
„მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს, ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს. მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?!
კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ და არ უნდა მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!“,- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ “კოალიცია ცვლილებისთვის” მიიღო.

რაც შეეხება დანარჩენ, კიდევ ორ ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტს – “ძლიერ საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის”, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძე განაცხადა, რომ პარლამენტში არშესვლაზე „ძლიერი საქართველოს“ პოზიციაში არაფერი შეცვლილა და 80-ჯერ განცხადების დაწერას “არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ”. პარტიაში “გახარია – საქართველოსთვის” კი აცხადებენ, რომ “ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს”. ანა ბუჩუკურის თქმით, “რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button