ავსტრალიაში ძროხამ ვერტმფერი ჩამოაგდო

ავსტრალიის შტატ ქვინსლენდის ჩრდილოეთში უცნაური ინციდენტი მოხდა. მსუბუქი ორადგილიანი ვერტმფრენი Robinson R22 ძროხამ ჩამოაგდო, – გვაცნობებს გამოცემა Brisbane Times.

როგორც ცნობილი გახდა, პილოტმა საკუთარ პირუტყვს გადაუფრინა და ვერტმფრენის თხილამურით ძროხის რქებს წამოედო. პილოტმა რქებისგან მანქანის დახსნა სცადა, მაგრამ ბალანსი ვერ დაიცვა და მიწაზე დაეცა. შედეგად, ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, საბედნიეროდ, პილოტი ვერტმფრენიდან დროულად გადმოხტა და ძროხაც უვნებლად გადარჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button