,,ჰერეთი” ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს არ გააშუქებს

სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთი“ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს რეგიონის ჟურნალისტებთნ არ გააშუქებს.

კომპანიის დირექტორის რამაზ სამხარაძის განცხადებით, რადიოსადგურები ,,ჰერეთი“ და ,,თბილისი“, არ გააშუქებს ტელეკმპანია GDS-ის მიერ დაგეგმილ დებატებს ბიძინა ივანიშვილთან.

„ სულ ახლახანს მივიღეთ მიწვევა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, სადაც მონაწილეობაზე უარს ვამბობთ. ჩემი კომპანია არ გააშუქებს ხვალ თელავში ტელეკომპანია GDS-ის მიერ დაგეგმილ დებატებს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილთან.
ვთვლით, გარდა იმისა, რომ ეს არის სხვა მედიაკომპანიის პროდუქტი, ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციასა და მხარდაჭერას. მეორეც, ბიძინა ივანიშვილი არის ჩვეულებრივი მოქალაქე და არ მესმის მედიამ მას დრო რატომ უნდა დაუთმოს უსასყიდლოდ?! ან რატომ უნდა მივიდეს მასთან შეხვედრაზე. სწორედ ამ მოტივაციით, ჩვენი პრინციპებიდან და შინაგანაწესიდან გამომდინარე, უარს ვამბობთ აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ მოწყობილ დებატებში მონაწილეობაზე.”- აცხადებს რამაზ სამხარაძე.

შეხვედრა ხვალ, 22 სექტემბერს თელავში გაიმართება.

რამაზ სამხარაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button