თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

9 – 15 ოქტომბრს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება თელავში, ფესტივალზე ევროპული ორკესტრი ჩამოვა, სადაც ქალაქ კრაკოვის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი ორ კონცერტის გამართავს, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.

პოლონური ორკესტრისა და დირიჟორის ვიზიტი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, თელავში ასევე ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული მუსიკოს-შემსრულებლები კოლია ბლახერი, ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე ბუზლოვი, ახალგაზრდა მუსიკოსები უილიამ დატონი (დიდი ბრიტანეთი), ჩან უეი (ჩინეთი), დმიტრი შიშკინი (რუსეთი). ფესტივალში ასევე მონაწილეობენ დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

ფესტივალის ფარგლებში წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში ცნობილი საფორტეპიანო დუეტის, ნანა დიმიტრიადისა და ნანა ავალიშვილის დახურული კონცერტი გაიმართება. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ფესტივალი წელს პირველად მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button