ავსტრალიაში პითონმა კენგურუ გადაყლაპა [Photo/Video]

ავსტრალიის მკვიდრმა საკუთარ სამფლობელოში პითონი აღმოაჩინა, რომელიც ვალაბის – კენგურუს ოჯახის მცირე ზომის ჩანთოსანს ყლაპავდა. ინციდენტის ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი 7 News Sydney-ის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„პითონი ჩემი კარმოდამოს ცენტრში აღმოვაჩინე. გველი საკმაოდ მსხვილ ვალაბის შემოეხვია და გადაყლაპა“, – განაცხადა გადაღების ავტორმა, ბერნი ვორლსფორდმა.
მას ასევე დასძინა, რომ პითონს ვალაბის გადასაყლაპად 3 საათი დასჭირდა.