პოლ მაკარტნიმ აბრამოვიჩის წვეულებაზე იმღერა [Video]

მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, სერ პოლ მაკარტნიმ რუსი ოლიგარქის – რომან აბრამოვიჩის საახალწლო წვეულებაზე იმღერა. ღონისძიება სენ-ბართელემის კუნძულზე ჩატარდა, – გვაცნობებს Billboard-ი.
ლეგენდარული The Beatles-ის სოლისტი სცენაზე მაშინ გამოვიდა, როცა ჯგუფმა The Killers-მა ლივერპულელი ოთხეულის „თეთრი ალბომოდან“ Helter Skelter-ის შესრულება დაიწყო.
როდორც ჟურნალი აღნიშნავს, მაკარტნის გამოსვლა დაუგეგმავი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button