გარდაიცვალა ოულტ დისნეის „ბემბის“ შემქმნელი მხატვარი [Photo/Video]
106 წლის ასაკში გარდაიცვალა Walt Disney-ის მულტიპლიკატიური სტუდიის მხატვარი – ტაირუს ვონგი, რომელმაც შვლის ნუკრი ბემბის ნახატები შექმნა. ინფორმაციას Walt Disney Family Museum ავრცელებს.
ტაირუს ვონგი 1910 წლის 25 ოქტომბერს ჩინეთში დაიბადა. იგი 1920 წელს, 9 წლის ასაკში, მამასთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
ვონგი დისნეის სტუდიაში 1938-1941 წლებში მუშაობდა. მის მიერ შესრულებულმა შვლის ნუკრის ესკიზებმა უოლტ დისნეის მოწონება დაიმსახურა და მულტიპლიკაციური ფილმის – „ბემბის“ შექმნას საფუძველი ჩაუყარა.
2001 წელს ვონგი „დისნეის ლეგენდად“ გამოაცხადეს.
[print_gllr id=50436]