ავსტრალიაში ტყის ხანძარმა ისტორიული ქალაქი გაანადგურა [Photo/video]

ტყის ხანძრის გამო, რომელიც ავსტრალიის დასავლეთში მძვინვარებს, ისტორიულ ქალაქ იარლუფში 95 სახლი დაიწვა, – იუწყება BBC.

მეხანძრეები ცეცხლის გავრცელების ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ქალაქ იარლუფში, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს დაარსდა, ამჟამად 600 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა ევაკუირებულია, მაშველები 3 დაკარგულ ადამაინს ეძებენ. განადგურებულია ქალაქის სკოლა, ადგილობრივი პაბი და ხე-ტყის გადამამუშავებელი ფაბრიკა. მიყენებული ზარალის შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია.

მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის, რომლის სიჩქარე 60 კილომეტრ/საათს აღწევს, ცეცხლოვანი კედლის სიმაღლე კი 50 მეტრს შეადგენს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26910″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button