შსს დაღესტანში ქართველების დაკავებას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მთებში დაკარგული ახალგაზრდების დაღესტანში დაკავების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში სხვა პირები არიან დაკავებული. სამ ახალგაზრდას ლაგოდეხში უკვე მეათე დღეა, ეძებენ. ისინი კავკასიონის მთებში სანადიროდ იყვნენ და სავარაუდოდ ამინდის გაუარესების გამო გზა აებნათ.

ლაგოდეხის მთებში დაკარგული ახალგაზრდების დაღესტანში დაკავების შესახებ ნფორმაცია 7 იანვარს ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაადასტურა.
მოგვიანებით 8 იანვარს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ
“დაღესტანში დაკავებულების გადმოცემაზე მოლაპარაკება დაიწყო”.

მსგავსი პოსტები

Back to top button