მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის მერია ადმინისტრაციული შენობის რემონტისათვის 509 387 ლარს დახარჯავს

ნახევარი მილიონი მერიის შენობის რემონტისათვის-თელავის მერია ადმინისტრაციული შენობის რემონტისათვის 509 387 ლარს დახარჯავს.

ტენდერი ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებზე 2 მაისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება, დღეს სრულდება.

ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები, მერიის პირველ სართულზე ფოიეს, მეორე და მესამე სართულებზე დერეფნების და სანიტარული კვანძების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, შენობის პირველ სართულზე თანამედროვე კონცეფციით გადაწყვეტილი ფოიეს ინტერიერი მოეწყობა. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, შშმ პირებთან სპეციალური შეხვედრებისთვის ოთახი მოეწყობა.

რეაბილიტაცია უტარდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზსაც რომლის
ინტერიერიც თანამედროვე კონცეფციით იქნება გადაწყვეტილი.

რა წარმომავლობისაა ნახევარ მილიონზე მეტი თანხა , თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, დაპირების მიუხედავად, განმარტება არ გააკეთეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button