ავსტრია საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს
ავსტრია საქართველოსთან პარტნიორობის ახალ მიმართულებას ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე და ეფექტურ ადმინისტრირებაში, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დაიწყებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.ხელმოწერის ცერემონიას მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი და ჰაინც ფიშერი დაესწრნენ.
საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობა, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ევროკავშირთან ურთიერთობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰაინც ფიშერის შეხვედრის მთავარი თემები.
დღეს,საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.ირაკლი ღარიბაშვილმა ჰაინც ფიშერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზის რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავრობა მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს.
ბიზნეს-ფორუმი, რომელიც “თბილისი მარიოტში” დღეს შედგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი მონაწილეობდა.
“საქართველო გთავაზობთ ინვესტირებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და ტურიზმი, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის მონაწილეებთან შეხვედრისას.
ღარიბაშვილის თქმით, ავსტრია წარმატებით იყენებს საქართველოს მიერ შეთავაზებულ პირობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ავსტრიის პრეზიდენტმაც ჰაინც ფიშერმა. მისი განცხადებით, დღეს საქართველოში მიმდინარეობს საინტერესო პროცესები და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გააქტიუროს ურთიერთობა, როგორც ევროკავშირთან, ისე ავსტრიასთან ორმხრივ ფორმატში.
“ავსტრია არის მნიშვნელოვანი ჰაბი, ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიო ბაზარზე ბევრი მიმართულებით, ამიტომ ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას,”- განაცხადა ჰაინც ფიშერმა.
ავსტრიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თბილისში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური მოპატიჟებით იმყოფება. 18 მაისს, გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ჰაინც ფიშერს მეუღლესთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლეს.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6730″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432032200496″]