“მიწები კანონიერად მაქვს რეგისტრირებული” – გამგებლის მოადგილის მეუღლე

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის მეუღლე, ხათუნა თურმანაული ირწმუნება, რომ მან 2012 წლის ოქტომბერში მიწის ნაკვეთები კანონიერად, სრული პროცედურების დაცვის დაიკანონა.

როგორც რადიო “ჰერეთს”, თურმანაულმა განუცხადა, მან თავს დროზე მიწის ნაკვეთები კერძო მესაკუთრეებისგან შეიძინა და შესაბამისად ფლობდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

მიწების მფლობელი ამბობს, რომ პირადად მას საჯარო რეესრთან შეხება არ ჰქონია და მიწები ორგანიზაცია “ქორთიარდის” მეშვეობით დაიკანონა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ ხათუნა თურმანაულს მიწის ნაკვეთები კანონდარღვევით აქვს რეგისტრირებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტის დასადგენად”.

ხათუნა თურმანაუალი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button