სასწრაფო დახმარებისთვის დაბრკოლების შექმნა 30 ლარით დაისჯება

მძღოლები, რომლებიც სასწრაფო სამედიცონო დახმარებას გზას არ დაუთმობენ 30 ლარით დაჯარიმდებიან.
შესაბამისი კანონი უკვე მოქმედებს. სასწრაფო -სამედიცინო ცენტრებში ამბობენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევები მომავალში დაფიქსირდება სასწრაფო დახმარება ვიდეოჩანაწერს, რომელსაც მათ მანქანებში დაყენებული კამერებით იღებენ, საპატრულო პოლიციას მიაწვდის, ისინი კი შესაბამისად იმოქმედებენ.
კანონის ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივა სასწრაფო სამედიცონო დახმარების დირექტორს თემურ ბარკალაიას ეკუთვნის. მისი თქმით,
სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებას ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ფაქტები იწვევს.