ავსტრიაში ლტოლვილთა “არაჰუმანური” ბანაკი დახურეს [Photo]

ევროპაში ლტოლვილების საკითხი ძალიან გართულდა.

ავსტრიის დედაქალაქის შორიახლოს განლაგებულ ბანაკს, რომელსაც მიგრანტები დროებით აფარებენ თავს, გაერომ „საშიში და არაჰუმანური“ უწოდა. მას თავს 4,5 ათასი ლტოლვილი აფარებს, იმ დროს, როცა ბანაკი მხოლოდ 1800 ადამიანზეა გათვლილი.

ქვემო ავსტრიის ფედერალური მხარის გუბერნატორმა ერვინ პრელმა განაცხადა, რომ ვენის სამხრეთით 20 კილომეტრში განლაგებული ბანაკი ახალ ლტოლვილებს აღარ მიიღებს, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა „The Local“.

„ხელისუფლება ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რათა ლტოლვილთა ახალი ნაკადი თავიდან აიცილოს“ – დასძინა გუბერნატორმა.

პრელმა აგრეთვე განაცხადა, რომ ტრაიხსკირხენის ბანაკში დარეგისტრირებულ მიგრანტთა უმეტესობამ სამედიცინო შემოწმება არ ჩაიტარა, რაც ეპიდემიის გავრცელების რეალური საშიშროებაა. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა დიდ ნაწილს, საწოლიც კი არ გააჩნია.

ავსტრიას, რომლის მოსახლეობა 8,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, 2014 წელს, თავშესაფარი 28 ათასმა ლტოლვილმა სთხოვა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე, მიგრანტთა რიცხვს კიდევ 75 ათასი ადამიანი დაემატება.

ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია ტრაიხსკირხენში

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”14256″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1438413074823″]

მსგავსი პოსტები

Back to top button