ავთანდილ ჭრიკიშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა

ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ბაქოს პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.

ჭრიკიშვილმა 81კგ წონის ფინალურ დაპირისპირებაში რუსი ივან ნაფონტოვი დაამარცხა.

შეხვედრა ქართველი ძიუდოისტის უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო გამარჯვებაში აისახა.

ეს ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროა.

ასევე ძიუდოში 73 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ ტატალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button