ეკონომიკის სამინისტროს შენობაში სასტუმრო განთავსდება
ეკონომიკის სამინისტროს შენობა გაყიდულია. ობიექტის მფლობელი ფიზიკური პირი თამაზ მაზიაშვილი გახდა, რომელმაც შენობა 9 450 000 დოლარად შეიძინა. ადგილზე სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონის გამარჯვებული ვალდებულებას იღებს, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.
31 დეკემბრამდე კი შენობით ისევ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები ისარგებლებენ, რაც აუქციონის ერთ-ერთი პირობა იყო. თავდაპირველად საპრივატიზაციო ობიექტის გასაყიდი თანხა 6 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული.