კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ავტოავარიის შედეგად სიღნაღში მგზავრები მძიმედ დაშავდნენ

სამი მგზავრი დაშავდა მძიმედ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაბრუნდა.

დაშავებულების სატვირთოდან გამოსაყვანად, შემთხვევის ადგილზე, სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს.სამივე მგზავრი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, წნორის სავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს

მსგავსი პოსტები

Back to top button