საქართველოს ნაკრებმა მაკედონია დაამარცხა

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე შეხვედრა გამართა, ჩვენი მეტოქე მაკედონიის ნაკრები იყო და 90:75 მოუგო.

ეს მატჩი იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ჩვენს გუნდს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა და თანაც გარკვეული პირობებით, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი ჰქონოდა.

f87d0c753ae574b552e18014fe30f5ceI მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა უკეთ დაიწყო, 19:5-საც იგებდა, თუმცა მეოთხედის მიწურულს ჩვენების უპირატესობისგან მხოლოდ 3 ქულა დარჩა – 21:18.

პირველი ტაიმი გიორგი ცინცაძის ეფექტური სამქულიანით დასრულდა – 48:37.

მესამე მეოთხედის შემდეგ ქართველთა უპირატესობა 16-ქულიანი გახდა – 71:55.

საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე არ გაუშვა უდიდესი უპირატესობა და ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – 90:75.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო – 23 ქულითა და 14 მოხსნით.

მანუჩარ მარკოიშვილმა 18 ქულა ჩააგდო, თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 15 ქულაა, ხოლო გიორგი ცინცაძემ 12 ქულას 6 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

მოგვიანებით, ჰოლანდიის ნაკრები ხორვატიის გუნდს ხვდება და თუ დამარცხდება, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

10 სექტემბერს C ჯგუფში ბოლო ტურის მატჩებია: საქართველოს ნაკრები ხორვატიას 20:00-ზე დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ჯგუფიდან გავა იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდია ვერ მოუგებს საბერძნეთს და მაკედონია ვერ მოუგებს სლოვენიას. ჩვენი კონკურენტების მარცხის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების თამაშის შედეგს მნიშვნელობა არა აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button