რა ეტაპზეა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პროექტი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.

პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურით 2000-მდე დასახლებული პუნქტის დაფარვა იგეგმება. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, პროექტის მიმართ ინტერესი ფონდმა “ქართუმ” გამოხატა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც პროექტი განხორციელდება.

ქაშიბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურით ყველა პროვაიდერს და ოპერატორს არადისკრიმინაციულად ექნება საშუალება, თავისი სერვისი 2000-მდე დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს მიაწოდოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button