რეგიონისაქართველოსიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

ქობულეთის შემოვლით გზაზე, კვირიკეს გადასახვევთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ექთანი და მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებული პაციენტი კი, ბათუმის კლინიკაში.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.