რეგიონისიახლეები

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში- გარდაცვლილია მამაკაცი. შემთხვევა , ცოტა ხნის წინ, სოფელ მანავთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა.

რადიო  ჰერეთის ინფორმაციით ავტომობილში ოთხი მგზავრი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთ- ერთი მამაკაცი, ძლიერი შეჯახებისას იქვე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button