კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. გარდაცვლილია 35 წლის მამაკაცი.
შემთხვევა, გვიან ღამით,თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი, მოტოციკლით მოძრაობის დროს მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
მიღებული დაზიანებებით,ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button