კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში მამაკაცი ემსხვერპლა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/პოლიცია-2.jpg)
ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის პირას მდებარე მაღაზიას შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.