მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნიკა მელია პატიმრობაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მელიას 17 თებერვალს შეეფარდა.

საქმის განხილვა 29 აპრილს 11:00 საათზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button