მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამოქალაქო აქტივისტები თელავში უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

16 აპრილს თელავში, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, უკრაინის რესპუბლიკის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზებას პოლიტიკური მოძარაობა „დროა“ ახორციელებს.

მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორების განმარტებით, უკრაინა ფართომასშტაბიანი დაპირისპირების წინაშეა და საქართველოს მსგავსად, სამხედრო და ჰიბრიდული ომის სამიზნეა.

” რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინასა და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი დევნილად იქცა.

უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ნატომ.
შევიკრიბოთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას, რომელიც საქართველოს მსგავსად, რუსული სამხედრო და ჰიბრიდული ომის სამიზნეა” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

სოლიდარობის აქცია, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button