მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხში მცირეწლოვანი ავტოავარიის შედეგად დაშავდა

სოფელ ნინიგორში, მძიმედ დაშავდა მცირეწლოვანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მცირეწლოვანმა ბიჭმა მოძრავ მიკროავტობუსს გადაურბინა. მძღოლმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

მცირეწლოვანმა ქვედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.დაშავებული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, მცირეწლოვანს, მოტეხილობების გარდა, ტვინის შერყევაც აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button