მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის სამი ჯარისკაცი დაიღუპა

დღეს დილით, სომხეთმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის  საზღვართან დაიღუპა სომხეთის არმიის სამი სამხედრო და ორი დაიჭრა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამთენიისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები თავს დაესხნენ სომხეთის ძალების პოზიციებს საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, საპასუხო შეტევის შედეგად კი, დანაკარგებით უკან დაიხიეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გასული ღამიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღით და ნაღმმტყორცნებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაცხრილვა ქელბაჯარის რაიონში, რასაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ადეკვატური ზომებით უპასუხეს. აზერბაიჯანი ჯერჯერობით ოფიციალურად ადასტურებს ორი ჯარისკაცის დაჭრას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული რაიონების ნაწილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button