რეგიონი

,,აზიურ ფაროსანას კახეთსა და ქართლში შესაძლოა, საუკეთესო პირობები შეექმნას“ – ირინა ფხოველიშვილი

„ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირინა ფხოველიშვილის თქმით, წინა ორი წლის განმავლობაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას სათანადო ყურადღება არ დაეთმო და შედეგად, მავნებელი აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდა. ირინა ფხოველიშვილის თქმით, კახეთსა და ქართლში პრევენციული ზომები სასწრაფოდ უნდა გატარდეს, რადგან სწორედ ეს რეგიონები შეიძლება იქცეს ფაროსანასთვის იდეალურ თავშესაფრად.

,,მშრალი და თბილი ჰავა ფაროსანასთვის იდეალურია. კახეთი და ქართლი არის ის რეგიონები, სადაც საუკეთესო პირობები შეიძლება შეექმნას ფაროსანას და ამიტომ, პრევენცია რაც შეიძლება ინტენსიური უნდა იყოს ამ რეგიონებში“.

ირინა ფხოველიშვილის თქმით, სახელმწიფო პროგრამა წინა წლებშიც ისეთივე ინტენსივობით რომ განხორციელებულიყო, როგორც წელს დაიწყო, მწერი არ მომრავლდებოდა.

მოისმინეთ ირინა ფხოველიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button