აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ

რუსთავში, აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფება აზოტის პროფკავშირები. მათი განცხადებით, ქარხნიდან თანამშრომლების გაშვებას ორი ფორმით გააპროტესტებენ.

ისინი უახლოეს დღეებში სასამართლოში სარჩელს შეიტანენ და მოითხოვენ 330-მდე ადამიანის სამსახურში აღდგენას.
ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ არსებული შრომითი კონტრაქტების გადახედვას.

ჯერჯერობით ქარხნის ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ქარხნიდან გათავისუფლებულები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button