“ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი” – დავით ნარმანია

“ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი”, – ეს განცხადება, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. ნარმანია ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობასთან მივიდა, სადაც გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდნენ, ხელშეკრულებები აქვთ ბაზრობის ადმინისტრაციასთან, შესაბამისად, თბილისის მერის თქმით, “პასუხისმგებლობა სწორედ ბაზრობის ადმინისტრაციას ეკისრება”.

“ფაქტი არის ძალიან მძიმე, ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ვაჭრობდნენ, არიან ადამიანები, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ქონიათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ ამ პირობებში. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ბაზრობის ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები მოვალეობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button