მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან გამაგრებულები რუსები შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Українська правда წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, უკრაინელ სამხედროებთან კავშირი არ მყარდება –

აზოვსტალში რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც იქ თავს აფარებენ.
გამოცემის ინფორმაციით, “აზოვსტალზე” შტურმი 3 მაისს, მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილობრივი ევაკუაციის შემდეგ დაიწყო.

წყაროსავე ცნობით, დღეს, 4 მაისს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქარხნის ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს, მანამდე „აზოვსტალზე“ საჰაერო იერიში მიჰქონდათ.

მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, უკრაინული ტელეკომპანია “უკრაინა 24”-ის ეთერში განაცხადა, რომ “აზოვსტალში” ახლა მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი თქმით, რუსეთის ჯარი ქარხანას ტანკებით, არტილერიით და საჰაერო დარტყმებით უტევს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქარხანაზე შტურმს არ ახორციელებენ.

“უმაღლესმა მთავარსარდალმა საჯაროდ გასცა ბრძანება თავდასხმის გაუქმების შესახებ. არ არის შტურმი. ჩვენ ვხედავთ ვითარების გამწვავებებს, რომელიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბოევიკები საცეცხლე პოზიციებზე გამოდიან. ეს მცდელობები საკმაოდ ოპერატიულად ითრგუნება“, – განაცხადა პესკოვმა.

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ახალი ბრძოლები დაიწყო აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებს უკრაინელ სამხედროებთან ერთად. უკრაინულ ტელეარხზე საუბრისას ბოიჩენკომ თქვა, რომ ქარხანაში 30 ბავშვი იყო ჩარჩენილი.

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დღეს კავშირზე არ გამოსულან. მან ასევე თქვა, რომ უკრაინელ მცველებთან კონტაქტი დაიკარგა:

“სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან არანაირი კავშირი არ არის, არანაირი კავშირი არ არის იმის გასაგებად, რა ხდება, უსაფრთხოდ არიან თუ არა. გუშინ იყო მათთან კავშირი, დღეს – აღარ”.

ბლოკირებულ მარიუპოლში მეორე დღეა რუსეთის სამხედროები უტევენ „აზოვსტალის“ ქარხანას, რომლის მიწისქვეშა თავშესაფრებში უკრაინული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამოქალაქო პირები იმყოფებიან – ისინი, ვისი ევაკუაციაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ბომბებს მიწისქვეშა საწყობებში ემალებიან.

“აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მოლაპარაკებების შემდეგ, 26 აპრილს, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ პუტინი დათანხმდა პროცესში გაეროსა და “წითელი ჯვრის” მონაწილეობაზე.

2 მაისს ქალაქ მარიუპოლიდან სამოქალაქო პირთა ევაკუაციის პროცესი შეჩერდა, რუსეთმა განაახლა “აზოვსტალის” მეტალურგიული ქარხნის დაბომბვა. მანამდე მოხერხდა რამდენიმე ათეული ადამიანის ევაკუაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button