მნიშვნელოვანისიახლეები

ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე

მისივე თქმით, ის დროის გატარებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად აპირებს.

2018 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წამების ჯგუფურად ორგანიზებასა და წამებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოგვიანებით, 2018 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე.

ბაჩო ახალაიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button