მნიშვნელოვანისიახლეები

დღეს პარლამნეტში პირველი პლენარული სხდომა გაიმართება

უკრანა-რუსეთის ომის მიმდინარეობის ფონზე, დღეს პარლამნეტში პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, სესიის დღის წესრიგი უკრაინის მხარდაჭერა და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება იქნება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკურ გამოსვლებს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკული შეფასებებისთვის გამოიყენებენ.
ამასთან საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„პირველ მარტს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button