Backstreet Boys-ის სოლისტმა ოფიციანტის დახრჩობა მოინდომა[Video]

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ-ჯგუფის – Backstreet Boys-ის სოლისტი, ნიკ კარტერი ჩხუბის დროს ფლორიდაში დააკავეს, – წერს გამოცემა CBS News.

სამართალდამცველების მონაცემებით, 35 წლის ნასვამმა მომღერალმა, მეგობართან ერთად, ქალაქ კი-უესტის ბარში დებოში მოაწყო.

ბარის ოფიციანტმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სტუმრები არაერთხელ გააფრთხილა და მათთვის ალკოჰოლის მიყიდვაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, კარტერი მას ყელში სწვდა და დახრჩობა დაუპირა.

მონროს ოლქის პოლიციის ინფორმაციით, კარტერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღიძრა. სასამართლოში საქმის განხილვის კონკრეტული ვადა ცნობილი მოგვიანებით გახდება.

Backstreet Boys-მა ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი 1996 წელს გამოუშვა და ჩანაწერების 130 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა. 2013 წელს პოპულარულ ბოის-ბენდს 20 წელი შეუსრულდა და მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, მომღერლებმა მსოფლიო ტურნე გამართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button