სომალიში მშვიდობისმყოფელთა ბაზაზე იერიში განხორციელდა: 60 ადამიანი დაიღუპა [Video]
სომალიში ტერორისტული დაჯგუფება Al-Shabab-ის მეომრებმა ქვეყნის სამხრეთით განლაგებულ მშვიდობისმყოფელთა სამხედრო ბაზაზე იერიში მიითანეს. შეტაკების შედეგად, 60 კენიელი ჯარისკაცი დაიღუპა, – იუწყება არაბული ტელეარხი Al Jazeera.
ტერორისტები სამხდერო ბაზაზე დანაღმული ავტომობილის მეშვეობით შეიჭრნენ და ბაზის კარიბჭე გაარღვიეს.
Al-Shabab (მოჯაჰედების ახალგაზრდული მოძრაობა) – რადიკალური ისლამური დაჯგუფებაა, რომელიც სომალის ტერიტორიაზე 2004 წელს შეიქმნა. 2008 წლიდან Al-Shabab მეომრები ტერორისტულ იერიშებს რეგულარულად ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 ნოემბერს Al-Shabab-ის ექსტრემისტები სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განლაგებულ სასტუმროს თავს დაესხნენ და 15 ადამიანი მოკლეს.